ახალი ამბები

შსს-მ ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

2 ივლისი, 2015 • • 1234
შსს-მ ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

გამოძიების ცნობით, დაკავებულმა 2013 წლის 4 აგვისტოს უზბეკეთის რესპუბლიკიდან ბათუმში საცხოვრებლად და სამუშაოდ მოტყუებით ჩამოიყვანა 31 წლის უ. ტ. და გონიოს დასახლებაში მდებარე ნაქირავებ ბინაში მოათავსა.

 

უკანონოდ მიითვისა მისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, შეუზღუდა თავისუფლად გადაადგილების უფლება, ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარითა და შანტაჟით, იძულებით ჩააბა პროსტიტუციაში, აცხადებს პოლიცია.

 

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული უ. ტ-ს მიერ პროსტიტუციის შედეგად გამომუშავებულ თანხებს 2013 წლის 7 ნოემბრამდე ითვისებდა, რაც დაზარალებულის განცხადებით ათი ათას დოლარამდე თანხას მოიცავდა.

 

გამოძიების ცნობით, ამ თანხის მიღების შემდეგ ბრალდებულს და დაზარალებულს ერთმანეთთან კავშირი არ ჰქონდათ, ამავე დროს დაზარალებული ბათუმში ცხოვრებას განაგრძობდა.

 

შსს აცხადებს, რომ ტრეფიკინგის სავარაუდო ფაქტის შესახებ სამართალდამცველებისთვის 2015 წლის დასაწყისში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გახდა ცნობილი და ასევე დადგინდა, რომ 2015 წლის წლის თებერვალში დ. ა-მ. უ. ტ-ს სიტყვიერი მუქარის მეშვეობით კვლავ მოსთხოვა გარკვეული ოდენობის თანხა, ვითომდა ძველი ვალის დაბრუნების მოტივით.

 

შსს-ს ცნობით, დ. ა. დაკავებულია და მას ბრალი წაყენებული აქვს დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით ტრეფიკინგის მუხლით (საქართველოს სსკ-ის 143-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

პოლიცია
პოლიცია

მასალების გადაბეჭდვის წესი