ახალი ამბები

სენატორების განცხადება უყურადღებოდ არ დარჩება – თურნავა

30 იანვარი, 2020 •
სენატორების განცხადება უყურადღებოდ არ დარჩება – თურნავა

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ ხელისუფლება ამერიკელი სენატორების განცხადებას უყურადღებოდ არ დატოვებს.

მინისტრი საუბრობს სენატორების – ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის გამაფრთხილებელ წერილზე, რომლითაც მათ საქართველოს ხელისუფლებას მიმართეს.

წერილში კომიტეტის წევრები შეშფოთებას გამოთქვამენ საარჩევნო რეფორმის დაპირების უკან წაღების, ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების გახსნის და პროტესტის ჩახშობის თაობაზე.

„რა თქმა უნდა, სენატორების განცხადება არ დარჩება ხელისუფლების მხრიდან უყურადღებოდ და რეაგირების გარეშე.

ჩვენთვის ყოველთვის ყურადსაღებია ჩვენი დასავლელი, ამერიკელი პარტიორების, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლის ესა თუ ის განცხადება, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ და ამ პერიოდში უფრო ხშირად გადაუმოწმებელ და არასწორ ინფორმაციას ეყდრნობა ეს განცხადებები“, – ამბობს ნათია თურნავა.

თურნავა ასევე აცხადებს, რომ ხელისუფლება შეეცდება, სენატორებს სწორი ინფორმაცია მიაწოდოს.

აშშ-ის სენატორების გამაფრთხილებელი წერილი საქართველოს მთავრობას

მასალების გადაბეჭდვის წესი