ახალი ამბები

ღარიბაშვილი: თუ ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას გადაწყვეტს, ამას წინ ვერაფერი აღუდგება

29 ივნისი, 2015 •
ღარიბაშვილი: თუ ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას გადაწყვეტს, ამას წინ ვერაფერი აღუდგება

“ჩვენი ქვეყნის რეალობაში ბიძინა ივანიშვილის როლი განუზომლად დიდია და ეს ბუნებრივიცაა! წლების განმავლობაში ვერც ერთმა ლიდერმა ვერ მოახერხა საზოგადოებისა და ოპოზიციური ძალების კონსოლიდაცია, რათა ქვეყნისთვის სააკაშვილის რეჟიმი მოეცილებინა. ბიძინა ივანიშვილმა კი ეს შეძლო.

 

“თუ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი გაუჩნდება და ამის აუცილებლობას დაინახავს, იგი ამას ყოველგვარი აჟიოტაჟისა და ხმაურის გარეშე გააკეთებს ისე, რომ წინ ვერაფერი აღუდგება. თავის დროზე, როცა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, მე ვფიქრობდი, რომ არ უნდა წასულიყო, მაგრამ მან სხვაგვარად გადაწყვიტა. ასე რომ, თუ დაბრუნებას გადაწყვეტს, დაბრუნდება კიდეც და ხელს ვერაფერი შეუშლის”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მას, როგორც მოქმედ პრემიერ-მინისტრს, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია რომ ჰქონდეს, უჩვეულოს ვერაფერს ხედავს. მისი თქმით, ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში მოქმედი პრემიერები და პრეზიდენტები რჩევებსა და კონსულტაციებს ყოფილი პრეზიდენტებისა და პრემიერებისგან იღებენ და მათთან ერთად მსჯელობენ ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა ამავე ინტერვიუში უარყო ხმების იმის შესახებ, რო მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის არის რაიმე სახის დაძაბულობა.

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი