ახალი ამბები

ბილ გეიტსის ფონდი კორონავირუსთან საბრძოლველად 10 მილიონ დოლარს გაიღებს

28 იანვარი, 2020 • 1313
ბილ გეიტსის ფონდი კორონავირუსთან საბრძოლველად 10 მილიონ დოლარს გაიღებს

ბილ გეიტსისა და მისი მეუღლის, მელინდა გეიტსის ფონდი კორონავირუსთან საბრძოლველად 10 მილიონ დოლარს გადარიცხავს. ინფორმაციას ფონდის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ფონდი გადარიცხავს თანხას სხვადასხვა ორგანოებში – მათ შორის ჩინეთის ოფიციალურ სახელმწიფო სტრუქტურებში. თანხის ნაწილს მიიღებენ ჩინეთის ჯანდაცვის სტრუქტურები, ნაწილს კი- სხვადასხვა უნივერსიტეტები. ფული მოხმარდება ლოგისტიკურ, ორგანიზაციულ და კვლევით ხარჯებს.

ფონდი აგრეთვე გაიღებს 5 მილიონ დოლარს აფრიკაში სხვადასხვა დაავადებების დასამარცხებლად.


ჩინეთში კორონავირუსის შედეგად ამჟამად 80 ადამიანია გარდაცვლი, 2700-ზე მეტი კი ინფიცირებულია.

საქართველოში უკვე მიღებულია სხვადასხვა ზომები – აეროპორტში ჩამოსული მგაზვრები ვირუსზე მოწმდებიან, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩინეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ამჟამად საფრთხე არ ემუქრებათ.


გარეკანის ფოტოზე: ბილ და მელინდა გეიტსები. გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი