ახალი ამბები

„კორონავირუსის გადადება სიმპტომების აღმოჩენამდე შეიძლება“ – ჩინეთის ჯანდაცვის მინისტრი

27 იანვარი, 2020 •
„კორონავირუსის გადადება სიმპტომების აღმოჩენამდე შეიძლება“ – ჩინეთის ჯანდაცვის მინისტრი

ჩინეთის ჯანდაცვის მინისტრის, მა სიაოვეის განცხადებით, ახალი კორონავირუსი შეიძლება ერთმა ადამიანმა მეორეს ისე გადასდოს, სანამ დაავადების სიმპტომებს თავად აღმოაჩენს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

როგორც აშშ-ის დაავადებთა კონტროლის და პრევენციის მრჩეველი, უილიამ შრაფნერი CNN-თან საუბარში აცხადებს, ამ შემთხვევაში ვირუსის დამარცხება გართულდება — რადგანაც დაავადებულთა გამოვლენა შეიძლება დაგვიანდეს, რამეთუ მათ სიმპტომების არგამოჩენის გამო არ ეცოდინებათ, რომ ვირუსი აქვთ.

CNN იუწყება, რომ მა სიაოვეიმ თავის განცხადებაში არ აღნიშნა, თუ რის საფუძველზე მიიჩნევენ, რომ კორონავირუსის გადადება სიმპტომების აღმოჩენამდე შეიძლება.


ჩინეთში კორონავირუსის შედეგად ამჟამად 80 ადამიანია გარდაცვლი, 2700-ზე მეტი კი ინფიცირებულია.

საქართველოში უკვე მიღებულია სხვადასხვა ზომები – აეროპორტში ჩამოსული მგაზვრები ვირუსზე მოწმდებიან, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩინეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ამჟამად საფრთხე არ ემუქრებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი