ახალი ამბები

მიუღებელია სიტყვიერი შეურაცხყოფა – კალაძე

27 იანვარი, 2020 •
მიუღებელია სიტყვიერი შეურაცხყოფა – კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუღებელია. კალაძე ამ ფრაზით 24 იანვარს საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა, რა დროსაც “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი “ოცნების” დეპუტატებმა სცემეს. კალაძე ამბობს, რომ მისთვის ძალადობა მიუღებელია და ასევე მიუღებელია სიტყვიერი შეურაცხყოფა.

“მიუღებელია ჩემთვის ძალადობა, მიუღებელია სიტყვიერი შეურაცხყოფა ადამიანებზე, რასაც ჩვენ ვისმენთ მთელი ამ ხნის განმავლობაში და არაერთი ფაქტი არსებობს ამის, შეიძლება გვქონდეს განსხვავებული მოსაზრებები.

შევდივართ პოლემიკაში, დებატებში – ეს ნორმალურია, პოლიტიკური პროცესის ნაწილია, მაგრამ ადამიანს მიაყენო სიტვყიერი შეურაცხყოფა, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, გადახვიდე მის ოჯახის წევრებზე… თუმცა წელს საარჩევნო წელია, მე დარწმუნებული ვარ,  მათი მხრიდან ბევრი ასეთი პროვოკაცია იქნება დაგეგმილი”, – ამბობს თბილისის მერი.

მიუხედავად დღევანდელი განცხადებისა, კახა კალაძე თავად არის ავტორი არაერთი შეურაცხმყოფელი განცხადების ავტორი, მათ შორის, ოპოზიციისა და ჟურნალისტების მიმართ.

მაგალითად,  მანამდე კახა კალაძე, ხაბეიშვილს მთაწმინდიდან, ხოლო სააკაშვილს ჰოლანდიიდან “გამოქანებას” სთავაზობდა.

კახა კალაძე, ხაბეიშვილს მთაწმინდიდან, ხოლო სააკაშვილს ჰოლანდიიდან “გამოქანებას” სთავაზობს

„მთავარის“ ჟურნალისტს კი ნაძვის ხეზე საუბრისას უთხრა – “სიგრძეც და სიგანეც ნაცებს გეყოფათ”.

“სიგრძეც და სიგანეც ნაცებს გეყოფათ” – კალაძე “მთავარის” ჟურნალისტს ნაძვის ხეზე

მასალების გადაბეჭდვის წესი