ახალი ამბები

“სიგრძეც და სიგანეც ნაცებს გეყოფათ” – კალაძე “მთავარის” ჟურნალისტს ნაძვის ხეზე

26 დეკემბერი, 2019 • 6420
“სიგრძეც და სიგანეც ნაცებს გეყოფათ” – კალაძე “მთავარის” ჟურნალისტს ნაძვის ხეზე

“სიგრძეც და სიგანეც ნაცებს გეყოფათ…”, –  თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტს  შეურაცხმყოფელი კონოტაციის მქონე ფრაზით მიმართა, როდესაც რესპუბლიკის მოედანზე განთავსებულ ნაძვის ხეზე კითხვებს უსვამდა.

ჟურნალისტმა ჰკითხა კალაძეს, სწორად იყო თუ არა სატენდერო დოკუმენტაცია შევსებული და ესადაგებოდა თუ არა დოკუმენტაციაში მითითებული პარამეტრები ნაძვის ხის რეალურ პროპორციებს. ჟურნალისტის ინფორმაციით, ნაძვის ხე კალაძესაც არ მოეწონა, რაზეც მერი არ დაეთნხმა.

„საიდან იგონებთ ამ ტყუილებს ან რატომ იგონებთ, გაერთეთ, ახალი წელია, ისიამოვნეთ… თქვენ გჭირდებათ ახლა სიამოვნება და გართობა…

… სიგრძეც და სიგანეც ნაცებს გეყოფათ…“ – ამბობს კალაძე.

ჟურნალისტმა ამაზე მერს უპასუხა, რომ ის „ნაცი“ კი არა, არამედ მედიის წარმომადგენელია.

„კარგი ახლა, მედია ცოტა ზედმეტია“, – უპასუხა კალაძემ ჟურნალისტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი