ახალი ამბები

მოქალაქეები ვერეს ხეობაში პარკის გაშენების მოთხოვნით აქციას დღეს, 18.00 საათზე გამართავენ

28 ივნისი, 2015 • 1188
მოქალაქეები ვერეს ხეობაში პარკის გაშენების მოთხოვნით აქციას  დღეს, 18.00 საათზე გამართავენ

აქცია საკრებულოსთან  18.00 საათზე დაიწყება.

“ვთვლით, რომ მომხდარი ტრაგედიის შემდეგ და იმის გათვალისწინებით, რომ თბილისში არ არსებობს პარკები, ვერეს ხეობაში უნდა გაშენდეს ცენტრალური სარეკრეაციო ზონა, რომელიც ზოოპარკის, იპოდრომისა და მზიურის ტერიტორებს გააერთიანებს. ჩვენი სურვილია გათავდეს აღნიშნულ ტერიტორიასთან დაკავშირებული სპეკულაციები და იქნას მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება პარკის მშენებლობის თაობაზე”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორი მოქალაქეები, რომლებიც აქციას ორგანიზებას სოციალურ ქსელ ფეისბუკის მეშვეობით უწევენ.

მათი განცხადებით,  აქცია არ ატარებს პოლიტიკურ სახეს. ის ორგანიზებულია რიგითი მოქალაქეების მიერ და კავშირი არ აქვს არანაირ პოლიტიკურ გაერთიანებებთან.

13 ივნისს, თბილისში, ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 19 ადამიანი  იმსხვერპლა, დაკარგულად ითვლება სამი ადამიანი. სტიქიამ გაანადგურა თბილისის ზოოპარკის დიდი ნაწილი და მისი ბინადრები. მთავრობის განცხადებით სტიქიისგან მიყენებული ზარალი 100 მილიონ ლარს აღწევს.

13 ივნისის წყალდიდობის შემდეგ. სერგი ბარისაშვილის ფოტო. 14.06.2015
13 ივნისის წყალდიდობის შემდეგ. სერგი ბარისაშვილის ფოტო. 14.06.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი