ახალი ამბები

კორონავირუსის შედეგად 80 ადამიანია გარდაცვლილი

27 იანვარი, 2020 •
კორონავირუსის შედეგად 80 ადამიანია გარდაცვლილი

კორონავირუსს, რომელიც ამჟამად რამდენიმე ქვეყანაშია გავრცელებული, უკვე 80 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 80-დან 76 გარდაცვლილი ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში ცხოვრობდა, დანარჩენი 4 – სხვაგან.

გარდაცვლილთა გარდა, ჩინეთში კორონავირუსით დაავადების 2 744 შემთხვევაა დადასტურებელი. ჩინეთის ხელისუფლების ცნობით, 461 კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხოლო 51 განიკურნა და საავადმყოფოდან გაწერეს.

ჩინეთის გარდა, ვირუსით დაავადების შემთხვევები დაფიქსირდა ტაილანდში, აშშ-ში, ავსტრალიაში, იაპონიაში, საფრანგეთსა და სამხრეთ კორეაში, თუმცა იქ ლეტალური შემთხვევები არ ყოფილა.

ახალი კორონავირუსის განსაკურნებელად ამჟამად კონკრეტული ვაქცინა თუ წამალი არ არსებობს. გარდაცვლილთა უმრავლესობა ხანში შესული ან სხვა ავადმყოფობით  იყო დაავადებული.

NCDC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სტანდარტული რეკომენდაციები ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მოიცავს:

• რესპირატორული ინფექციის მქონე ადამიანებთან კონტაქტისაგან თავის არიდება;
• ხელების ხშირი დაბანა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პირდაპირი კონტაქტი დაავადებულ ადამიანთან ან იმ გარემოსთან, სადაც იმყოფებოდა სიმპტომების მქონე პაციენტი;
• თავი აარიდეთ დაუცველ კონტაქტს ფერმებთან და/ან გარეულ ცხოველებთან;
• რესპირატორული ინფექციის მქონე ადამიანებმა უნდა დაიცვან ხველის ეტიკეტი;
• სამედიცინო დაწესებულებებში საჭიროა გაძლიერდეს სტანდარტული ინფექციის კონტროლის ღონისძიებები, განსაკუთრებით საავადმყოფოებსა და გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში.

კორონავირუსის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის გაეცანით „ნეტგაზეთის“ სტატიას:

რა უნდა ვიცოდეთ ჩინეთში გავრცელებული ახალი ვირუსის შესახებ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი