ახალი ამბები

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა

26 იანვარი, 2020 • 1205
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა

თურქეთში მიწისძვირის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა. BBC-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის გარდაცვლილია სულ მცირე 31  და დაშავებულია 1600-ზე მეტი ადამიანი.

6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, რომელმაც ნგრევა გამოიწვია, თურქეთში 24 იანვარს მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ელაზიღის პროვინციაში მდებარეობდა, თუმცა ასევე, იგრძნობოდა სირიაში და ირანში.

თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, მიწისძვრის თანმდევი ბიძგების რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა.

მასალების გადაბეჭდვის წესი