ახალი ამბები

“თბილისის მიკროავტობუსმა” კონდიცირების გამო 10 მძღოლი “დასაჯა”

26 ივნისი, 2015 • 1199
“თბილისის მიკროავტობუსმა” კონდიცირების გამო 10 მძღოლი “დასაჯა”

როგორც “თბილისის მიკროავტობუსის” განცხადებაშია ნათქვამი, მიუხედავად გაფრთხილებებისა, მძღოლების ნაწილი მაინც არ რთავდა კონდიცირებას. კომპანიის ინფორმაციით, გასაგრილებელი საშუალების ჩაურთველობის გამო მათ მარშრუტზე მუშაობა ორი კვირით აეკრძალათ. კომპანიის ცნობით, ერთ-ერთი მძღოლი არც კონდიცირებას რთავდა და ამავე დროს მიკროავტობუსში სიგარეტსაც ეწეოდა, რის გამოც მუშაობა ერთი თვის განმავლობაში აეკრძალა.

 

თბილისის მიკროავტობუსის მონიტორინგის შედეგებიკომპანიამ ურჩი მძღოლების ნაწილს გაფრთხილება მისცა, ნაწილს კი 2 კვირით მი…

Posted by თბილისის მიკროავტობუსი on Friday, June 26, 2015

 

UPDATE: ,,თბილისის მიკროავტობუსის” განცხადებით, კომპანიამ დღეს ყველა მიკროავტობუსში საინფორმაციო ბუკლეტები გააკრა. მათი ცნობით, ბუკლეტში მოცემულია ინფორმაცია მგზავრებისთვის, თუ როგორ უნდა იმოქმედონ მოკროავტობუსში კონდიციონერის ჩაურთველობის შემთხვევაში. კომპანიის ინფორმაციით, ბუკლეტებში განმარტებულია ის სანქციები, რაც “ურჩი” მძღოლების მიმართ გატარდება და მითითებულია კომპანიის ცხელი ხაზი: 2 200 340.

 

კომპანია ,,თბილისის მიკროავტობუსმა” დღეს ყველა მიკროავტობუსში საინფორმაციო ბუკლეტები გააკრა.საინფორნაციო ბუკლეტში მოცე…

Posted by თბილისის მიკროავტობუსი on Saturday, June 27, 2015

 

“თბილისის მიკროავტობუსმა” 23 ივნისს დააანონსა, რომ მონიტორინგის ჯგუფის რეაგირების შედეგები მეორე დღეს დაიდებოდა. 24 ივნისს კომპანიამ ახალი განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მონიტორინგის შედეგები 25 ივნისის საღამოდან უნდა დადებულიყო, თუმცა ეს პროცესი “თბილისის მიკროავტობუსმა” დღეს, 26 ივნისს დაიწყო.

 

მწეველი მძღოლი და საპატრულო პოლიცია, ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი
მწეველი მძღოლი და საპატრულო პოლიცია, ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი