ახალი ამბები

თბილისის მერია: „ქართული მანჰეტენის“ პროექტი ჩვენთვის არავის წარუდგენია

26 ივნისი, 2015 • • 1372
თბილისის მერია: „ქართული მანჰეტენის“ პროექტი ჩვენთვის არავის  წარუდგენია

‘როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო და მდინარე ვერეს ხეობისა და მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლისა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისია აქტიურად მუშაობს, რათა შესაბამისი კვალიფიციური ექსპერტების ჩართულობით შემუშავდეს ვერეს ხეობის შემდგომი განვითარების გეგმა. აღნიშნული კომისიის მორიგი სხდომა თბილისის მერიაში სწორედ დღეს, 20:00 საათზე გაიმართება” -ნათქვამია განცხადებაში, როემლიც თბილისის მერიამ გაავრცელა.


ახალ პროექტზე ქართული მანჰეტენი ვერეს ხეობაში” საქართველოს ბიზნეს-პალატა და სამშენებლო ასოციაციები მუშაობენ. იგეგმება საცხოვრებელი კორპუსების, რეკრეაციული ზონის და ბიზნეს-თაუერის აშენება.


ამ საკითხზე დღეს სასტუმრო “თბილისი მარიოტში” დარგის ექსპერტების შეხვედრა გაიმართა.


13-14 ივნისს ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილია 19 ადამიანი, საიდანაც 18 უკვე იდენტიფიცირებულია. 3 ადამიანი დაკარგულად ითვლება. სტიქიის შედეგად დაზიანდა თბილისის ზოოპარკიც. ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, ჯამში, 100 მილიონ ლარს აჭარბებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი