ახალი ამბები

მიაკითხეთ ბატონ ლევანს და გაგცემთ პასუხს – ოხანაშვილი იზორიაზე

24 იანვარი, 2020 •
მიაკითხეთ ბატონ ლევანს და გაგცემთ პასუხს – ოხანაშვილი იზორიაზე

„მიაკითხეთ ბატონ ლევანს და ის გაგცემთ პასუხს“ – პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმდჯომარე ანრი ოხანაშვილი ასე პასუხობს კითხვას ლევან იზორიაზე .

საქმე ეხება, „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოს, რომელზეც აღბეჭდილია, როგორ აკავებს პატრული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმას, რომელსაც მალევე, “ჩარევის” შედეგად ათავისუფლებენ.

ჟურნალისტებმა ოხანაშვილს ჰკითხეს, სად არის ახლა ლევან იზორია და აქვს თუ არა მასთან რაიმე კავშირი. რაზეც ოხანაშვილი პასუხობს:

„ლევან იზორია მე ანგარიშს ვერ ჩამაბარებს იმის თაობზე, თუ სად არის“, – შემდეგ კი ამატებს, რომ თუ ჟურნალისტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება სურთ, თავად იზორიას უნდა მიაკითხონ.

რაც შეეხება ვიდეოს, კადრები 2014 წელსაა გადაღებული, როდესაც იზორია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. კადრებში ჩანს, როგორ ემუქრება დაკავებული იზორია მანქანაში პოლიციელს, რომელმაც დააკავა. ამის შემდეგ საპატრულო მანქანასთან მიდის ლევან იზორიას მძღოლი და სხვა პოლიციელები, რომლებიც კიტა იზორიას, მინისტრის მოადგილის ძმას ათავისუფლებენ.

პოლიციელი გიორგი დვალიშვილი, რომელმაც მაღალჩინოსნის ძმა წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა, ამჟამად უმუშევარია – ის კადრების განყოფილებაში გადაიყვანეს, რასაც გიორგი დვალიშვილი სწორედ ამ ვიდეოკადრებს უკავშირებს. ვიდეომასალა, ტელეკომპანია “მთავარისთვის” მიწოდებამდე, როგორც თავად ამბობს, პროკურატურას და სახალხო დამცველს მიაწოდა.

უფრო ვრცლად:

“იზორიას ძმასთან ინციდენტი 10-ლარიან დარღვევაზე დაიწყო “- პოლიციელი გიორგი დვალიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი