უწყებაში ”ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ცხედარი მაშველებმა იუსტიციის სახლის მიმდენარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. მათი ინფორმაციით, ცხედარი ჯერ იდენტიფიცირებული არ არის. 

 

საგანგებო სიტუაციების სააგენტოში განმარტეს, რომ იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდებოდა – მაშველებმა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიზე მტკვრის კალაპოტი 13 ივნისის სტიქიის შედეგად გამოტანილი ხის მორებისაგან გაასუფთავეს. 

სამუშაოები მტკვარზე, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ფოტო - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო
სამუშაოები მტკვარზე, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ფოტო – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო

თბილისში 13 ივნისს ღამით მომხდარ სტიქიას, დღევანდელი მონაცემებით, 19 ადამიანი შეეწირა, 3 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სტიქიისგან მიყენებული ზარალი 100 მილიონ ლარს მიაღწევს. 

 

დაიტბორა თბილისის ზოოპარკიც. ცხოველების ნაწილი დაიხრჩო, ნაწილი კი გაიქცა. გაქცეულ ცხოველთაგან ნაწილი უკან დააბრუნეს, ნაწილი კი – მოკლეს. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *