ახალი ამბები

ჩინეთში ვირუსის გამო 2 ქალაქი „ჩაკეტეს“, 1-ში შეზღუდვები დაწესდა

23 იანვარი, 2020 • 1507
ჩინეთში ვირუსის გამო 2 ქალაქი „ჩაკეტეს“, 1-ში შეზღუდვები დაწესდა

ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ხელისუფლებამ ორი ქალაქის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო 1-ში შეზღუდვები დაწესდა. ინფორმაციას ამის შესახებ „CNN“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჩაიკეტება ქალაქი ჰუანგანგი, რომელიც მდებარეობს 80 კილომეტრის აღმოსავლეთით ქალაქ ვუჰანისგან, საიდანაც ვირუსი თავდაპირველად გავრცელდა. ქალაქში დაახლოებით 7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ამ ქალაქებში შეიზღუდა ტრანსპორტის მუშაობა.

აგრეთვე, CNN-ის ინფორმაციით, შეზღუდვები დაწესდება ქალაქ ეჟოუშიც – ჩაიკეტა სარკინიგზო სადგური, შემოწმდება ქალაქში შემავალი და გამავალი ყველა მანქანა.

გარდა ამისა, ქალაქი ვუჰანი, სადაც ვირუსი პირველად გავრცელდა, „ჩაიკეტება“ – ხელისუფლების განცხადებით, აეროპორტები და სარკინიგზო სადგურები დაიკეტება ქალაქიდან გამსვლელი მგზავრებისთვის. აგრეთვე აღარ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

მეტი ინფორმაციისთვის გაეცანით „ნეტგაზეთის“ სტატიას:

რა უნდა ვიცოდეთ ჩინეთში გავრცელებული ახალი ვირუსის შესახებ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი