იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე ზურაბ აზნაურაშვილის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.
კანდიდატებს შორის იყვნენ, ასევე, ქეთევან ბექაური, ვანო ბოლქვაძე, ვალერიან გავაშელი, ქრისტინე კოპალიანი, აკაკი მაისურაძე, ნიკოლოზ რობაქიძე, მარიამ ცქიფურიშვილი და ნინო ხარიტონაშვილი.
დამოუკიდებელი ინსპექტორის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ქეთევან ცინცაძე უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლედ აირჩიეს.
ზურაბ აზნაურაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობს კანდიდატებს შორისაც იყო, თუმცა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტისთვის მისი კანდიდატურის წარდგენას მხარი არ დაუჭირა.
ზურაბ აზნაურაშვილი 2013-2018 წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი იყო.
საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტს, საქართველოს იუსტიციის საბჭოსგან დამოუკიდებლად, მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოებას დაწყებისა და დისციპლინური საქმის წინასწარ შემოწმებას/გამოკვლევის უფლებამოსილება აქვს. დამოუკიდებელი ინსპექტორი დისციპლინური საქმის გამოკვლევის მიზნით გამოითხოვს, სწავლობს და აფასებს ყველა საჭირო ინფორმაციას, დოკუმენტს და მასალას. დამოუკიდებელი ინსპექტორი უფლებამოსილია დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით მოიწვიოს ნებისმიერი პირი და მოისმინოს მისი ინფორმაცია.
დამოუკიდებელი ინსპექტორი მოსამართლის მიმართ განხორციელებული წინასწარი შემოწმებისა და მოკვლევის შედეგებს დასკვნისა და მოსაზრებების სახით წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.
ამავე თემაზე
ინტერესთა კონფლიქტი და ხარვეზიანი განაცხადი? – შენიშვნები მოსამართლეობის კანდიდატებზე
მოსამართლეობის კანდიდატი გამოხატვის თავისუფლებაზე, ლგბტქ პირების უფლებებზე და სასამართლოს ნდობაზე