ახალი ამბები

ვახტანგ გომელაურის კომენტარი ISIS-ის მიერ კავკასიის ”ვილაიეთის” შექმნის შესახებ

25 ივნისი, 2015 • 1203
ვახტანგ გომელაურის კომენტარი ISIS-ის მიერ კავკასიის ”ვილაიეთის” შექმნის შესახებ

“ნეტგაზეთი” შინაგან საქმეთა მინისტრის კომენტარს, რომელიც სამინისტროს პრესსამსახურმა მოგვაწოდა, უცვლელად გთავაზობთ:

”გამოწვევებს ცოტა ისე ვიტყოდი, ცოტა დიდი ნათქვამია, გამოწვევები განაცხადეს, რა თქმა უნდა, ეს არ არის კარგი ჩვენთვის  და კავკასიისთვის. ეს ადამიანები იყვნენ ყოველთვის გამიჯნებულები და არ ეთანხმებოდნენ ამ ისლამურ სახელმწიფოს, აქედან გამომდინარე ჩვენ, რა თქმა უნდა, უფრო მეტად ჩავერთვებით, ჩვენ ვმუშაობდით როგორც ისლამური სახელმწიფოს მიმართულებით, ასევე იმარათ კავკასიის მიმართულებით და ისევ გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად კონტროლს და უფრო მეტად გავამკაცრებთ იგივე საზღვრებს და იგივე სადაც  ეს ადამიანები მოძრაობენ, სირიაში, ასევ ვთქვათ, თურქეთში არ მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები. მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე კარგად დაცული საზღვარი თუ არის, ერთ-ერთი თურქეთის მიმართულებაა. აქედან გამომდინარე გამკაცრებულია, ასევე ხაზს ვუსვამ, ყველაზე ერთ-ერთი  კარგად დაცული თუ არის უმაღლეს დონეზე-  არის თურქეთის მიმართულება”


შსს
შსს


ტერორისტულმა დაჯგუფებამ “ისლამური სახელმწიფო” თურქეთის საზღვართან მდებარე სირიული ქალაქი კობანი დაიკავა და ასევე განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში თავისი “ვილაიეთი” შექმნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი