ახალი ამბები

“ისლამურმა სახელმწიფომ” ჩრდილოეთ კავკასიაში საკუთარი “ვილაიეთი” შექმნა

25 ივნისი, 2015 • • 1731
“ისლამურმა სახელმწიფომ” ჩრდილოეთ კავკასიაში საკუთარი “ვილაიეთი” შექმნა

ომის კვლევების ინსტიტუტის ცნობით, “ისლამურმა სახელმწიფომ” ჩრდილოეთ კავკასიაში საკუთარი პროვინცია შექმნა, რომელსაც “კავკასიის ვილაიეთი” უწოდა. ეს მხოდა მას შემდეგ, რაც მებრძოლების ნაწილმა ჩრდილოეთ კავკასიიდან ისლამისტ მებრძოლებს ერთგულება გამოუცხადეს.

 

“კავკასიის ვილაიეთი” დაღესტანს, ჩეჩნეთს, ინგუშეთს, კაბარდო-ბალყარეთსა და კარაჩაის აერთაინებს.

 

BBC-ის ცნობით, ქურთებთან რამდენიმეთვიანი ბრძოლის შემდეგ ისლამისტმა ტერორისტებმა ქალაქი კობანი დაიკავეს. ადამიანის უფლებათა დაცვის სირიული ორგანიზაციის ცნობით, ბრძოლის დროს ადამიანების გარკვეული რაოდენობა დაიღუპა ქალაქის ცენტრში.

 

კობანის ბრძოლა. (C) EPA/SEDAT SUNA  22.06.2015
კობანის ბრძოლა. (C) EPA/SEDAT SUNA 22.06.2015

ქურთების სახალხო დაცვის არმიის ცნობით, მათ აიღეს ქალაქი აინისა, რომელიც ისლამისტი მებრძოლების შტაბბინიდან, ქალაქ რაქადან 50 კილომეტრის მოშრებით მდებარეობს. ისინი ასევე აცხადებდნენ რომ აიღეს ქალაქი ტალაბიადი და ტერორისტები ერთგვარ იზოლაციაში მოაქციეს.

 

კობანისთვის ბრძოლა, რომლის დროსაც ქურთების სახალხო დაცვის არმიამ ისლამისტ მებრძოლებს არაერთი მარცხი მიაყენა, ზოგიერთისთვის “ისლამური სახელმწიფოს” დამარცხების სიმბოლო გახდა, წერს BBC. დღესდღეობით უცნობია, რამდენი ადამიანი რჩება კობანში.

მასალების გადაბეჭდვის წესი