ახალი ამბები

“რაღაც მწვანე ღობის დანახვაზე ისტერიკა მოაწყვეს” – წულუკიანი

23 იანვარი, 2020 •
“რაღაც მწვანე ღობის დანახვაზე ისტერიკა მოაწყვეს” – წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პარლამენტთან განთავსებულ ღობეზე ოპოზიციის რეაქციას სასაცილოს უწოდებს და ამბობს, რომ შვიდობიანი პროტესტის გამოხატვა სხვა ადგილებშიც შეიძლება:

“იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ისინი არიან, მათ ხელისუფლებაში დაბრუნებას გამოვრიცხავ.  რაღაცა მწვანე ღობის დანახვაზე ისტერიკა მოაწყვეს, ეს ძალიან სასაცილო იყო. მშვიდობიანი პროტესტი შეიძლება იქვე მოაწყო, ღობესთანაც მოაწყო და კიდევ სხვა ადგილებშიც. რეალურად, ჩვენ დაპატიმრების, იარაღის ჩადების, გაუპატიურების და არ ვიცი, რა რისკების ქვეშ ვაწარმოეთ საარჩევნო კამპანია. შესაბამისად, თუ გული გულობს, ქადაც იჭმევა და ეს არის პოლიტიკური პროცესი”, – ამბობს წულუკიანი “პოსTV-ს ეთერში”.

პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორია მწვანე ჯებირებით 22 იანვარს, მას შემდეგ შემოღობეს, რაც ამ ტერიტორიაზე 30 დეკემბერს დამონტაჟებული ატრაქციონები და ე.წ. საშობაო ბაზარი აიღეს.

2019 წლის 30 დეკემბერს ატრაქციონების დამონტაჟებას წინ უძღოდა პროტესტის მიზნით თვეების განმავლობაში გაშლილი მალხაზ მაჩალიკაშვილისა და სხვების კარვების აღება, რასაც ოპოზიცინერებისა და პოლიტიკოსების პროტესტი მოჰყვა.

კახა კალაძე ამბობს, რომ მერია პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. სწორედ ამას უკავშირდება შენობის მიმდებარე ტერიტორიის მწვანე ღობით შემოსაზღვრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი