ახალი ამბები

ზურაბიშვილს მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადაეცა

22 იანვარი, 2020 •
ზურაბიშვილს მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადაეცა

საქართველოს პრეზიდენტს იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე მესამემ იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო – მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადასცა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა და პატრიარქმა იმსჯელეს ქართველი მეცნიერების შესახებაც და გადაწყდა, რომ ქართველ მეცნიერებს იერუსალიმის ეკლესიაში დაცულ ხელნაწერებზე და ხელოვნების ნიმუშებზე კვლევების ჩატარების შესაძლებლობა მიეცემათ და მათ საქმიანობას პატრონაჟს გაუწევს საქართველოს პრეზიდენტი. აღნიშნული საკითხის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა დახმარება იერუსალიმის პატრიარქს თეოფილე მესამეს სთხოვა, რომლისგანაც საკითხის მოგვარების თანხმობა მიიღო.

საქართველოს პრეზიდენტმა იერუსალიმის პატრიარქს ფოკის მონასტერში დაწერილი ღვთისმშობლის ხატი აჩუქა.

მასალების გადაბეჭდვის წესი