“ნეტგაზეთს” თბილისის ზოოპარკის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ დღეს გაიწმინდა ის ვოლიერი, სადაც შესაძლოა დაკარგული ვეფხვი ყოფილიყო. იმ ადგილას ზოლებიანი აფთრის ლეში იპოვეს.
ამ დროისთვის უცნობია მხოლოდ 1 ვეფხვის შესახებ ინფორმაცია, რომელსაც ამ დრომდე ეძებენ.
თბილისში 13 ივნისს ღამით მომხდარ სტიქიას, დღევანდელი მონაცემებთ, 19 ადამიანი შეეწირა, 3 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სტიქიისგან მიყენებული ზარალი 100 მილიონ ლარს მიაღწევს.
დაიტბორა თბილისის ზოოპარკიც. ცხოველების ნაწილი დაიხრჩო, ნაწილი კი გაიქცა. გაქცეულთაგან, ნაწილი უკან დააბრუნეს, მტაცებელ ცხოველთა ნაწილი კი – მოკლეს.






