31 დეკემბრის ღამეს დაკავებულ აქტივისტებზე დღეს, 22 იანვარს, საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა.
მოძრაობა „სირცხვილიას“ ინფორმაციით, მოსამართლემ 4 აქტივისტზე საქმის წარმოება შეწყვიტა, ერთს კი სიტყვიერი შენიშვნა მისცა. კერძოდ:
ზური მჟავანაძე – სიტყვიერი შენიშვნა
ბექა კოკაია – საქმის წარმოება შეწყდა
გიორგი მუმლაძე – საქმის წარმოება შეწყდა
ზურაბ ბერძენიშვილი – საქმის წარმოება შეწყდა
ლაშა ბურდული – საქმის წარმოება შეწყდა
აქტივისტები 30-31 დეკმებრის ღამეს დააკავეს, მას შემდეგ, რაც მერიამ პარლამენტის წინ კარვების აღება და ატრაქციონების განთავსება დაიწყო, რასაც დემონსტრანტების პროტესტი მოჰყვა. აქტივისტებსა და პოლიციას შორის სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. მათ ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.