ახალი ამბები

კონგრესმენი კინზინგერი თვითონ არის მაჟორიტარი – დიმიტრი ხუნდაძე

22 იანვარი, 2020 •
კონგრესმენი კინზინგერი თვითონ არის მაჟორიტარი – დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის აზრით, საქართველოს ხელისუფლებას პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირების შეუსრულებლობს გამო “თითო-ოროლა” კონგრესმენი და ევროპარლამენტარი აკრიტიკებს.

“ჩვენ ყველას უნდა მოვუსმინოთ, იმ კონგრესმენებსაც, რომლებიც არ უნდა გამოვრციხოთ, რომ შესაძლოა ცდებოდნენ. ამის მაგალითიც გვაქვს – გახსოვთ “იმედში” შეჭრა და შემდეგ განვითარებული მოვლენები, შემდეგ რამდენიმე კონგრესმენი გამოვიდა და თქვა, რომ მესაკუთრეს წაართვეს “იმედის” ტელეკომპანია და მერე თვითონ მოიხადეს ბოდიში, როცა ობიექტურ მესაკუთრეს – პატარკაციშვილს გადაეცა. თუმცა არც ის გამოვრიცხოთ, რომ შესაძლოა, რომელიმე კონგრესმენს ჰქონდეს პირადი ინტერესი.

მაგალითად, ამერიკელი კონგრესმენი მალენი არის “ფრონტერას” ლობისტი და სწორედ იმ კონგრესმენთა რიგებშია, რომლებიც დღეს ასე თუ ისე ახორციელებენ ინფორმაციულ ზეწოლას ჩვენზე. ასევე, კონგრესმენი კინზინგერი, რომელიც თვითონ არის მაჟორიტარი და არცერთი განცხადება არ გაუკეთებია იმასთან დაკავშირებით, როცა ჩვენ, ჩემი თანამომხრეები, ამერიკულ საარჩევნო სისტემას ვთავაზობთ და დემოკრატულად აღიარებს პროპორციულ სისტემას, თითქოს არადემოკრატულია მაჟორიტარული სისტემა და თვითონ არის მაჟორიტარი”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ “ტვ პირველის” ეთერში.

მისი თქმით, აშშ-ის ოფიციალური პოზიცია არ არის პროპორციული სისტემის შემოღება საქართველოში.

დიმიტრი ხუნდაძე ასევე გამოეხმაურა ევროპარლამენტში გამოთქმულ კრიტიკას და თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა “მიშას ტექსტების მწერალმა” რაფაელ გლუქსმანმა.

“ნაციონალური მოძრაობა” ეძებს თითო-ოროლა კონგრესმენს თუ ევროპარლამენტარს, ეს არის მათი მაქსიმუმი”, – დასძინა ხუნდაძემ.

ცნობისთვის, 21 იანვარს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს საკითხზე მოსმენა გაიმართა, სადაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირების ჩაგდებისა და ოპონენტების დევნის გამო საქართველოს ხელისფულება არა მარტო რაფაელ გლუქსმანმა, არამედ თითქმის ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელმა გააკრიტიკა.

ევროპარლამენტარები “ქართულ ოცნებას” აკრიტიკებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი