ახალი ამბები

კორონავირუსი აშშ-შიც გავრცელდა – WP

21 იანვარი, 2020 •
კორონავირუსი აშშ-შიც გავრცელდა – WP

ვაშინგტონ პოსტის ინფორმაციით, ჩინეთში გამოვლენილი კორონავირუსი ამერიკაშიც გავრცელდა. პირველი დიაგნოზი, გამოცემის ცნობით, ვაშინგტონის შტატში დიასვა. გამოცემის ინფორმაციით, ოფიციალურად პირველი დიაგნოზის შესახებ ჯანდაცვის შესაბამისი უწყება უახლოეს საათებში გამოაცხადებს.

დაავადებული კაცის მდგომარეობა სტაბილურია. ის აშშ-ში გასულ კვირას ჩავიდა, მანამ, სანამდ ჯანდაცვის უწყება აეროპორტებში მგზავრების სქრინინგს დაიწყებდა.

ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსით 6 ადამიანი გარდაიცვალა და ავადობის 300 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ოიციალურ უწყებებზე დაწყრნობით CNN ავრცელებს.

როგორც მედიაორგანიზაცია წერს, გარდაცვალების ყველა შემთხვევა ჩინეთში მოხდა.

ჩინეთის გარდა ვირუსის გავრცელების შემთხვევები დაფიქსირდა ტაილანდში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში.

ვირუსი თავიდან ჩინეთის ქალაქ ვუჰანში დაფიქსირდა. გუშინ, 20 იანვარს ჩინეთის მთავრობამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადის.

როგორც CNN წერს, ერთ-ერთ შემთხვევაში ინფიცირებული პაციენტისგან დაავადება საავადმყოფოს 14 თანამშრომელს გადაედო, რაც ექსპერტებს აფიქრებინებს, რომ ვირუსი უფრო მარტივად ვრცელდება, ვიდრე თავდაპირველად წარმოედგინათ.

CNN ჩინეთის ოფიციალური უწყებებზე დაყრდნობით წერს, რომ ახალი ტიპის კორონავირუსი ადამიანებს თავდაპირველად ცხოველებიდან გადაედოთ, კერძოდ კი, თევზის ბაზრობაზე ნაყიდი პროდუქციიდან.

რა უნდა ვიცოდეთ ჩინეთში გავრცელებული ახალი ვირუსის შესახებ

მასალების გადაბეჭდვის წესი