კომპანიის ცნობით, მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც რეგულარულად ამოწმებს მიკროავტობუსებს, ხვალიდან გაასაჯაროებს რეაგირების შედეგებს. მათი განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ რიმელიმე მძღოლი არ ჩართავს კონდიცირებას და ამის შესახებ კომპანიაში შესული შეტყობინება დადასტურდება, შესაბამისი სანქციები გატარდება.
თბილისის მიკროავტობუსის განცხადებით, პირველ შემთხვევაზე მძღოლს სიტყვიერი გაფრთხილება ეძლევა; მეორე შემთხვევაზე მძღოლს ერთი კვირით ეზღუდება სატრნასპორტო საშუალების მართვა; მესამე შემთხვევის დაფიქსირებისას კომპანია მძღოლთან ხელშეკრულებას წყვეტს.
კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი” კატეგორიულად ითხოვს მძღოლებისგან კონდენციონერების ჩართვას. მონიტორინგის ჯგუფი რომელიც …
Posted by თბილისის მიკროავტობუსი on Tuesday, June 23, 2015
UPDATE: თბილისის მიკროავტობუსის განცხადებით, ზაფხულის დადგომამდე კომპანიამ 200 ათას ლარზე მეტი დახარჯა სამარშუტო ტაქსებში გასაგრილებელ საშუალებებთან დაკავშირებული ტექნიკური ხარვეზების აღმოსაფხრელად. მათი ცნობით, დედაქალაქის მასშტაბით ყველა მიკროავტობუსში მუშაობს კონდიციონერი.
კომპანიის ინფორმაციით, “თბილისის მიკროავტობუსმა” გაითვალისწინა მძღოლების ინტერესებიც და მათ სეზონურად ყოველდღიური გადასახდელი შეუმცირა. მათი განცხადებით, ეს თავისთავად ავალდებულებს მძღოლს მგზავრებისთვის კომფორტული პირობების შექმნას და კონდიცირების ჩართვას.
“თბილისის მიკროავტობუსის” გუშინდელი ცნობით, მონიტორინგის ჯგუფს დღეს უნდა გაესაჯაროებინა რეაგირების შედეგები. თუმცა, კომპანიის დღევანდელი განცხადებით, ეს პროცესი ხვალ საღამოდან დაიწყება.
კომპანია „თბილისის მიკროავტობუსმა“ ზაფხულის დადგომამდე 200 ათასს ლარზე მეტი ხარჯი გასწია სამარშუტო ტაქსებში გასაგრილებელ…
Posted by თბილისის მიკროავტობუსი on Wednesday, June 24, 2015
არასტაბილური მოძრაობის განრიგი, გავსებული მიკროავტობუსები, მოწევის ფუფუნება მძღოლებს, კონდიცირების სისტემისა და ბარათით გადახდის აპარატის გათიშვა, – ეს იმ პრეტენზიების ჩამონათვალია, რომლებსაც მიკროავტობუსების მგზავრებისგან ყველაზე ხშირად მოისმენთ მძღოლების მიმართ.
2013 წლის ივლისში ”თბილისის მიკროავტობუსმა” მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით მიკროავტობუსებში ცხელი ხაზის ნომრების (2 970 970 / 2 200 340) გაკვრის პროცესი დაიწყო. მათი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მგზავრი მიკროავტობუსით გადაადგილებისას რაიმე დისკომფორტს იგრძნობს, მას შეუძლია ცხელ ხაზზე დაკავშირება. მიუხედავად ამისა, მძღოლების უმრავლესობამ ეს ბარათები მალევე ამოატრიალა, ან საერთოდ ჩამოხსნა, რის გამოც მგზავრების დიდ ნაწილს დღემდე არ აქვს ინფორმაცია, რომ სამგზავრო ტრანსპორტში ცხელი ხაზის ნომერი უნდა იყოს მითითებული.
როგორც კომპანიაში განგვიცხადეს, იმ შემთხვევაში, თუ მძღოლს მაიდენტიფიცირებელი საბუთი საქარე მინაზე ამოტრიალებული აქვს და მგზავრისთვის შეუძლებელია მისი იდენტიფიკაცია, კომპანია ასევე მიმართავს დაჯარიმების მეთოდს. მათი თქმით, არც ერთი შემოსული შეტყობინება დარღვევის შესახებ არ რჩება უყურადღებოდ, უკმაყოფილო მგზავრს შეუძლია ასევე მიკროავტობუსის სახელმწიფო ნომრის მიხედვით განაცხადოს დარღვევის შესახებ.