რუსეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ამჟამად უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა Instagram-ზე რუსეთის მთავრობის ოფიციალურ ანგარიშის გამოწერა გააუქმა.
ამჟამად მედვედევი Instagram-ზე აღარავის კითხულობს. მანამდე მხოლოდ რუსეთის მთავრობის გამომწერი იყო.
დიმიტრი მედვედევმა მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომის შესახებ 15 იანვარს განაცხადა – ვლადიმერ პუტინის მიმართვის შემდეგ, სადაც უკანასკნელმა კონსტიტუციური ცვლილებების წინადადება გაახმიანა. რუსეთის პრემიერის პოსტზე მედვედევი მიშუსტინმა ჩაანაცვლა.
რუსეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ „ნეტგაზეთის“ სტატიას:
მთავრობა გადადგა, პუტინს კონსტიტუციის შეცვლა სურს: რა ხდება რუსეთში