ახალი ამბები

თბილისში სტიქიით დაზარალებულთათვის გახსნილ ანგარიშებზე 19 019 699 ლარი ჩაირიცხა

23 ივნისი, 2015 •
თბილისში სტიქიით დაზარალებულთათვის გახსნილ ანგარიშებზე 19 019 699 ლარი ჩაირიცხა

თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ და დაზარალებულთა დასახმარებლად შექმნილ სპეციალურ ანგარიშებზე ასევე ჩარიცხულია 239 279 ათასი აშშ დოლარი და 7 677 ათასი ევრო. 

 

აგარიშებზე თანხა ფიზიკურმა პირებმა, ბიზნესკომპანიებმა და სახელმწიფო უწყებებმა ჩარიცხეს.

 

თბილისის 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად გარდაცვლილია 19 ადამიანი, საიდანაც 18 უკვე იდენტიფიცირებულია. 3 ადამიანი დაკარგულად ითვლება. სტიქიის შედეგად დაზიანდა თბილისის ზოოპარკიც.

 

ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, ჯამში, 100 მილიონ ლარს აჭარბებს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი