ახალი ამბებირეკლამა

სილქნეტი აგრძელებს ოპტიკური ქსელის განვითარებას რეგიონებში – დაფარვის ზონას დუშეთი დაემატა

21 იანვარი, 2020 •
სილქნეტი აგრძელებს ოპტიკური ქსელის განვითარებას რეგიონებში – დაფარვის ზონას დუშეთი დაემატა

დღეიდან დუშეთის მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება ჩაერთოს სილქნეტის ოპტიკურ ქსელში და ისარგებლოს უსწრაფესი ინტერნეტით (20მბ/წმ-დან) და სატელევიზიო სერვისით. ასევე მიიღოს ფასდაკლება სხვადასხვა შეთავაზებაზე.

ორმაგი შეთავაზება (ინტერნეტი, ტელევიზია) – 32 ლარი/თვეში:

  • ინტერნეტ პაკეტი „სტარტ+“, 20მბ/წმ;
  • ტელევიზია – პაკეტი კომფორტი/ 195 არხი. პაკეტი მოიცავს სპორტისა და კინოს ყველა არხს

Silk+ შეთავაზება (ინტერნეტი, ტელევიზია, მობილური) – 37 ლარი/თვეში:

  • ინტერნეტ პაკეტი „სტარტ+“ 20მბ/წმ;
  • ტელევიზია – პაკეტი კომფორტი, 195 არხით, რომელიც აერთიანებს სპორტისა და კინოს ყველა არხს.
  • ორ მობილურ ნომერზე პაკეტი მეტი M – უსასრულო წუთები შიდა ქსელში, უსასრულო სმს ნებისმიერ ადგილობრივ ქსელზე და 700მბ მობილური ინტერნეტი.

ოპტიკურ ქსელში ჩართვა შესაძლებელია კომპანიის მომსახურების ოფისში მისვლით, ცხელ ხაზზე დარეკვით (032 2 100 100) ან სილქნეტის ვებ-გვერდზე (www.silknet.com) განაცხადის რეგისტრაციით.

სილქნეტის ოპტიკური ქსელით, დუშეთის გარდა, სარგებლობენ ოცდაათამდე ქალაქსა თუ დასახლებულ პუნქტში: თბილისი, რუსთავი, ბათუმი, ქობულეთი, თელავი, ველისციხე, კაბალი, გურჯაანი, საგარეჯო, ქუთაისი, ზესტაფონი, წყალტუბო, სამტრედია, გორი, ხაშური, კასპი, ფოთი, ზუგდიდი, სენაკი, ბაკურიანი, ბორჯომი, ახალციხე.

„სილქნეტი-ყველაფერი კავშირშია!“

მასალების გადაბეჭდვის წესი