ახალი ამბები

აღმოჩენამ იმუნურ სისტემაში „შესაძლოა, ყველა სახის კიბო დაამარცხოს“

21 იანვარი, 2020 •
აღმოჩენამ იმუნურ სისტემაში „შესაძლოა, ყველა სახის კიბო დაამარცხოს“

ადამიანის იმუნური სისტემის ახლად აღმოჩენილმა ნაწილმა, შესაძლოა, ყველა სახის კიბო დაამარცხოს – კარდიფის უნივერსიტეტის თანამშრომლემა აღმოაჩინეს მეთოდი, რომლითაც ლაბორატორიულ პირობებში მოხერხდა პროსტატის, მკერდის, ფილტვების და სხვა სახის კიბოს დამარცხება. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, „Nature Immunology”-ში გამოქვეყნებული აღმოჩენები პაციენტებზე ჯერ არ გამოუცდიათ, მაგრამ მკვლევრების განცხადებით, მათ „უზარმაზარი პოტენციალი“ აქვთ. ისინი აგრეთვე აღნიშნავენ, რომ მართალია, მუშაობა ამჟამად ადრეულ ეტაპზეა, პროცესი ძალიან საინტერესო და ამაღელვებელია.

როგორ BBC წერს, მეცნიერები ცდილობდნენ აღმოეჩინათ „უჩვეულო“ ხერხი, რომლითაც იმუნური სისტემა კიბოს შეებრძოლებოდა. მათვე აღმოაჩინეს სისხლში T-უჯრედი – იმუნური უჯრედი, რომელსაც შეუძლია ბუნებრივად შეებრძოლოს სიმსივნურ წანაზარდებს, თუმცა, სხვა უჯრედებისგან განსხვავებით, ბრძოლა მრავალი სახის კიბოსთან შეუძლია.

გამოცემის ინფორმაციით, T-უჯრედებს აქვთ „რეცეპტორები“, რომლებიც აძლევენ საშუალებას, ყველაფერი ქიმიურ დონეზე „დაინახონ“. მეცნიერთა გუნდის განცხადებით, უჯრედსა და მის რეცეპტორს შეუძლიათ აღმოაჩინონ და გაანადგურონ კიბოს უჯრედების მრავალი ტიპი, ხოლო ჯანმრთელ ობიექტებს ეს უჯრედი არ ეხება.

T-უჯრედებით კიბოსთან ბრძოლა აქამდეც ხორციელდებოდა – ყველაზე ცნობილი მაგალითია CAR-T, რომელიც გენეტიკური ინჟინერიის დახმარებით ასწავლის T-უჯრედს მოძებნოს და გაანადგუროს კიბოს უჯრედები. CAR-T-ით შესაძლებელია, რომ ზოგიერთმა პაციენტმა რთული მდგომარეობის შემდეგ საბოლოო რემისია მიიღოს. თუმცა, ეს მიდგომა ძალიან სპეციფიკურია და, შესაბამისად, მხოლოდ მცირე რაოდენობის შემთხვევებში მუშაობს, როცა ნათელია, თუ სადაა მიზანი, რომელსაც T-უჯრედი უნდა შეებრძოლოს.

როგორც BBC წერს, T-უჯრედი ასე იმუშავებს – პაციენტისგან აიღებენ სისხლს, ამოიღებენ მათ T-უჯრედს, რომლის გენეტიკური მოდიფიცრებაც მოხდება, რათა კიბოს აღმოჩენა მოახერხონ. შემდეგ განახლებულ უჯრედებს უფრო მეტი რაოდენობით „გაზრდიან“ ლაბორატორიაში. თუმცა ამ მომენტისთვის საჭიროა უფრო მეტი ტესტი, სანამ ამ მეთოდით მკურნალობას ადამიანები დაიწყებენ.

BBC-სთან საუბარში თავიანთი აზრი გამოთქვეს ექსპერტებმაც: ლუჩა მორი და ჯენარო დე ლიბერო აცხადებენ, რომ კვლევას „დიდი პოტენციალი“ აქვს, ხოლო დენიელ დეივისმა, მანჩესტერის უნივერსიტეტის პროფესორმა განაცხადა, რომ „ამ მომენტისთვის ეს ძალიან საბაზისო კვლევაა და არაა ახლოს ადამიანებისთვის ნამდვილ პრეპარატობასთან“.

მასალების გადაბეჭდვის წესი