თბილისში დამატებით იმოძრავებს Isuzu-ს მარკის 40 ახალი 8-მეტრიანი მწვანე ავტობუსი. ავტობუსების პრეზენტაცია დედაქალაქის მერმა დღეს, 21 იანვარს გამართა.
კახა კალაძის თქმით, ახალი ავტობუსები მგზავრებს უკვე ხვლაიდან მოემსახურება. მისი თქმით, მალე თბილისში არსებული ყვითელი ავტობუსები სრულად ჩანაცვლდება თანამდროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
ახალი მწვანე ავტობუსების პრეზენტაციაზე კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ მერია დედაქალაქში სამომავლოდ 200 ერთეულამდე 18- მეტრიანი ავტობუსი შემოიყვანას გეგმავს.
თბილისს მთლიანობაში 560 ერთეული ავტობუსი ემსახურება, საიდანაც არის 143 12- მეტრიანი Man-ის, 90 ერთეული 10- მეტრიანი Man-ის და 220 ერთეული 8- მეტრიანი Izusu-ს მარკის, დანარჩენი კი- ძველი ყვითელი ავტობუსი.
მერია თბილისში 179 ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანას გეგმავს