ახალი ამბები

ჩუგოშვილი: გამოვრიცხავ ივანიშვილის პრემიერად დაბრუნებას

20 იანვარი, 2020 • 648
ჩუგოშვილი: გამოვრიცხავ ივანიშვილის პრემიერად დაბრუნებას

საქართველოს პარლამენტის დამოუიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ გამორიცხავს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნებას გეგმავს.

ამის შესახებ ჩუგოშვილმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ისაუბრა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ამბობს, ივანიშვილი ნებისმიერ მომენტში გახდება პრემიერ-მინისტრი, თუ ამას მოისურვებს, თუმცა ექსპრემიერს ამ პოსტზე დაბრუნება, მისი აზრით, არ სურს:

“ეს არ განხილულა არასდროს თავად ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით. რა თქმა უნდა, როდესაც ის მოინდომებს, ნებისმიერ მომენტში შეუძლია პრემიერ-მინისტრი გახდეს, მაგრამ მას თავად არ ჰქონია მსგავსი სურივლი. მე არ მგონია, ეს განიხილებოდეს. ფაქტობრივად, გამოვრიცხავ ინფორმაციას, რაც მედიის საშუალებით გავრცელდა.

თუკი რაიმე დისკუსიებში მიმიღია მონაწილეობა, მაძლევს საფუძველს ვივარაუდო, რომ ის არ მოისურვებს დაბრუნდეს პრემიერ-მინისტრად. ზოგადად, გამორიცხული არაფერია. პროკურორის მობრუნება, პროპორციულის ჩაგდება – ეს ის გადაწვყეტილებები იყო, რასაც არავინ ელოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე გამოვრიცხავ ამას”, – ამბობს ჩუგოშვილი.

მიუხედავად ამისა, დეპუტატი აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით პრემიერ-მინისტრი ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის პოლიტიკური ფიგურა უნდა იყოს და სახელმწიფოს მართვის პრინციპებიდან გამომდინარე, პრემიერის პოსტიც მას უნდა ეკავოს, ვისაც აქვს ეს გავლენები და რეალურად მართავს ქვეყანას.

მასალების გადაბეჭდვის წესი