ახალი ამბები

საქართველოში „ევროპის მცველის“ წვრთნები ჩატარდება

20 იანვარი, 2020 •
საქართველოში „ევროპის მცველის“ წვრთნები ჩატარდება

საქართველოში სამხედრო წვრთნა – „ევროპის მცველი 20“ (Defender Europe 2020) ჩატარდება.

ევროპაში აშშ-ის ძალების სარდლობის განცხადებით, წვრთნების მასშტაბები ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია, ხოლო ამერიკელი სამხედროები რამდენიმე ქვეყანაში განთავსდებიან. მათივე განცხადებით, სწავლებები ერთმანეთთან „საერთო სცენარით“ იქნება დაკავშირებული, სადაც სამხედროები რეაგირებას მოახდენენ სხვადასხვა კრიზისზე. მასში მონაწილეობას მიიღებს 37 000 სამხედრო, მათ შორის – 20 000 ამერიკელი.

წვრთნები ჩატარდება გერმანიაში, პოლონეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში – ლიეტუვაში, ლატვიაში და ესტონეთში, ბელგიაში და ნიდერლანდებში.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, წვრთნები საქართველოშიც ჩატარდება, თუმცა ამ მომენტისთვის დეტალებზე შეთანხმება მიმდინარეობს და სამინისტრო განცხადებას უახლოეს მომავალში გაავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი