ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საქართველოში ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლება ჩატარდება

21 ივლისი, 2021 • 1615
საქართველოში ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლება ჩატარდება

საქართველოში ქართული და ამერიკული სარდლობების ორგანიზებით ჩატარდება სწავლება “მტკიცე სული”.

სწავლება 26 ივლისს დაიწყება და 6 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

წლევანდელი “მტკიცე სული” არის რიგით მეათე სწავლება. პირველად ის 2011 წელს საქართველოში ჩატარდა.

ამერიკის არმიის ევროპა-აფრიკის სარდლობის თანახმად, სწავლებაში დაახლოებით 2500 სამხედრო მიიღებს მონაწილეობას 15 მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნიდან, მათ შორის, საქართველოდან, ესტონეთიდან, გერმანიიდან, ლატვიიდან, ლიეტუვადან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, ესპანეთიდან, თურქეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, იტალიიდან და აზერბაიჯანიდან.

სწავლებაში მონაწილეობას 1600 ქართველი, 700 ამერიკელი და დაახლოებით 250 მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნის სამხედრო მიიღებს.

სწავლებები 5 სხვადასხვა სამხედრო-საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი