ახალი ამბები

დილამდე წყალმომარაგება შეუწყდება დიღმის საავადმყოფოებს და არაერთ ქუჩას – GWP

18 იანვარი, 2020 •
დილამდე წყალმომარაგება შეუწყდება დიღმის საავადმყოფოებს და არაერთ ქუჩას – GWP

წყალმომარაგების კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP-ის) ცნობით, 18 იანვრის 16:00 საათიდან 19 იანვრის დილის 9 საათამდე წყალმომარაგება შეწყვეტილი ექნება არაერთ დასახლებასა და ქუჩას, მათ შორის დიღმის საავადმყოფოებს (ანუ კლინიკებს ბელიაშვილისა და ლუბლიანას ქუჩაზე).

GWP-ის ცხელ ხაზზე დარეკვისას მომხმარებლებს ავტომოპასუხე ეუბნება, რომ დილის წყალმომარაგება დილის 9 საათამდე შეწყვეტილი იქნება შემდეგ ადგილებში:

  • ბელიაშვილისა და ლუბლიანას ქუჩაზე სამედიცინო დაწესებულებები;
  • ამერიკის საელჩო;
  • თბილისი მოლი;
  • ვაჟა-ფშაველას გამზირი თავისი კვარტლებით;
  • ნუცუბიძის ქუჩა თავისი მიკრორაიონებით;
  • ზემო ვეძისისა და შანხაის დასახლებები და მიმდებარე ქუჩები;
  • უნივერსიტეტის ქუჩა;
  • პოლიტკოვსკაიას ქუჩა;
  • სოფელი თხინვალა და აგარაკები;
  • დიდ დიღომში „ახალი თბილისი“;

ამის მიზეზად GWP ასახელებს საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, მირიან მეფის და ფარნავაზ მეფის კვეთაზე წყალსადენის ქსელზე დაზიანებას და დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოებს.

ეს ინფორმაცია GWP-ის საიტზეც დასტურდება — წერია, რომ ქსელზე დაზიანების გამო წყალმომარაგება შეუწყდება „ლუბლიანას ქუჩაზე ჟვანიას სახელობის კლინიკის ტერიტორიაზე ყველა სამედიცინო დაწესებულებას“. ამ ტერიტორიაზე არაერთი საავადმყოფოა.

უფრო ზუსტად

საიტის თანახმად, წყალმომარაგება შეუწყდება:

ქ. ვაჟა ფშაველას გამზირს N23-ს 41-დან N93-მდე; 48-დან 102-მდე, ჩიხებით და კვარტლებით, ყაზბეგის  გამზ. N30-დან 46-ჩთ (შანხაის დასახლება),  გურიელის, ლვოვის 61-დან 97-ჩთ; 40-დან 96-ჩთ., ზემო ვეძისის ქ.  ცხვინვალის ქ. დავითაშვილის, ი.  გამრეკელის, ბუდაპეშტის ქ. შესახვევებით, , კანდელაკის ქ.  ჭილაძის ქ. მეგრელაძის ქ, ვაკელის ქ,  ვ.  ჩიქოვანის ქ. დელისის 1,2,3 ქუჩებს, ვაზისუბნის,  ჰ. აბაშიძის გამრეკელის, პეკინის ქ 32-დან 44-ჩთ; 33-დან 41-ჩთ. ტაშკენტის ქ. და შესახვევი, შარტავას 45,  ცხინვალის ქ,  საბურთალოს, ხვიჩიას,   ასათიანის, ზაქარაიძის, თავაძის, თავხელიძის, ქავთარაძის ქუჩას და ჩიხს, შანხაის დას., მხატვრების,  ჩახავას,  მაღალაშვილის, გეგეჭკორის,  ბარათაშვილის, მარიჯანის, გაზაფხულის, ვარდენ წულუკიძის ქუჩებს, ქუთათელაძის ქ.

ნიკოლოზ ბერაძის, აკაკი გელოვანის, გიგა ჯაფარიძის, კატო მელქაძის, ლაშა ლაშხის, დიდ დიღომში ახალ თბილისს და ოლიმპიური სპორტის არენებს, „თბილისი მოლს“, სურხავის ქ, ფარსადანის ქ, ამერიკის საელჩოს.

ბალანჩინის ქუჩას, ბელიაშვილის ქ. N40-ის დასახლებას, ლუბლიანას ქუჩაზე ჟვანიას სახელობის კლინიკის ტერიტორიაზე ყველა სამედიცინო დაწესებულებას, დისევის, შალვა ერისთავის, ბოხუას ქუჩებს;

მასალების გადაბეჭდვის წესი