შინაგან საქმეთა სამინისტროში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ ორივე პირი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
თბილისში, გენერალურ პროკურატურასთან 18 იანვრის დილას ოპოზიციონერი აქტივისტი, ზვიად კუპრავა და კიდევ ერთი პირი დააკავეს.
აქციაზე აპროტესტებდნენ გენპროკურორის თანამდებობაზე ყოფილი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენას.
კუპრავამ პროტესტის ნიშნად პროკურატურის ეზოში ბოტასები გადაყარა, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა, რის დროსაც ის და მეორე პირი დააკავეს.