ახალი ამბები

ქრთამის აღების ბრალდებით ნინოწმინდის მერიის ჩინოსანი დააკავეს

18 იანვარი, 2020 •
ქრთამის აღების ბრალდებით ნინოწმინდის მერიის ჩინოსანი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იუწყება, რომ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი, ინიციალებით ჰ.ნ., დააკავეს.

გამოძიების თანახმად, ჰ. ნ-მ საქართველოს ორ მოქალაქეს ნინოწმინდაში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საძოვრით სარგებლობის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 30 000 ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა 3000 ლარი.

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნტქით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინების თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით).

საქმეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო იძიებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი