ახალი ამბები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ტერორისტული აქტები 2014 წელს 35%–ით გაიზარდა

21 ივნისი, 2015 •
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ტერორისტული აქტები 2014 წელს 35%–ით გაიზარდა

ISIS–მა უკან მოიტოვა წინამორბედი al-Qaeda. ანგარიშში ნათქვამია, რომ ტერორისტულმა დაჯგუფებამ ზღვარგადასული ძალადობრივი პოლიტიკითა და მოხალისეთა შეკრების ახალი ხერხებით გაცილებით უფრო მეტი ახალგაზრდა შთააგონა, ვიდრე ეს al-Qaeda–მ შეძლო. al-Qaeda–მ დაკარგა მოწინავე პოზიციები პაკისტანსა და ავღანეთში. ამასთანავე, აღარ მოიაზრება გლობალურ მოძრაობად.

 

ტერორისტული აქტების რაოდენობა 2014 წელს 35%–ით გაიზარდა. თუმცა ტერაქტების უმეტესობა ძირითადად რამდენიმე ქვეყნის ფარგლებში ხდებოდა. ტერორისტული აქტების 60%–მა თავი 5 ქვეყანაში მოიყარა: ერაყში, პაკისტანში, ავღანეთში, ინდოეთსა და ნიგერიაში. ერაყში ტერაქტების რაოდენობა ISIS–ის ექსპანსიის შემდეგ გაიზარდა.

 

როგორც ანგარიშიდან ვიგებთ, გასული წელს მომხდარი ტეროტისტული აქტები ყველაზე სასტიკი იყო აქამდე მომხდარს შორის: თავის მოკვეთა, ჯვარზე გაკვრა, ბავშვების ქვებით ჩაქოლვა და მონად აყვანა, გატაცება, მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობები – ეს ISIS–ისა და ნიგერიული “ბოკა ჰორამის” მიერ განხორციელებული ძალადობის მოკლე აღწერაა. ISIS–ის შემდეგ, სწორედ “ბოკა ჰორამი” და მისი საქმიანობა იკავებს მეორე ადგილს კვლევაში.

 

შეიცვალა ასევე მომხრეების მოხალისეებად ქცევის ტაქტიკაც. ISIS–მა აქტიურად დაიწყო სოციალური ქსელებისა და ინტერნეტის გამოყენება. ისინი მოხალისეებს Facebook-ის, Youtube-ისა და Twitetr-ის საშუალებით უკავშირდებიან. მათი პროპაგანდა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მხოლოდ სირიას 16’000 უცხოელი ეწვია ISIS–ის რიგებში ჩასარიცხად. ადმინები, რომლებიც მათ გვერდებსა და ანგარიშებს აკონტროლებენ სოციალურ ქსელებში, ყველა მსურველეს პირადად ეხმაურებიან და კითხვებზე პასუხებს სწრაფად უბრუნებენ.

 

ანგარიში ISIS–ის წინ წამოწევას სირიის ომს უკავშირებს და ნათქვამია, რომ ანტიქმედებების მიუხედავად ტერორისტულმა დაგჯუფებამ მრავალი ადამიანის გადაბირება მოახერხა. აღმოსავლეთში საბრძლოველად წასული ტერორისტების რაოდენობამ ბოლო 20 წელიწადში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.

 

al-Qaeda შესუსტების მიუხედავად რჩება ტერორისტული იდეოლოგიის მთავარ მქადაგებლად. ანგარიში ასევე ამახვილებს ყურადღებას ეგრეთ წოდებულ “მარტოსული მგელი” მებრძოლების შესახებ. მსგავსი ტერაქტები დამოუკიდებელი ტერორისტების ორგანიზებით ხდება, რომლებსაც ოფიციალურად კავშირი არ აქვთ რომელიმე ტერორისტულ დაჯგუფებასთან, თუმცა მათი ინსპირაციით მოქმედებენ.

 

შეერთებული შტატები ანტიტეორისტული ტაქტიკის შეცვლას გეგმავს. წელს ტერორისტი ქვეყნების სიიდან ამოიღეს კუბა, რომელიც ამ სიაში ადგილს 1982 წლიდან იკავებდა, რაც ამერიკის მთავრობამ ფიდელ კასტრო სამხრეთ ამერიკასა და აფრიკაში კომუნისტური მოძრაობების დაფინანსებაში დაადანაშაულა.

თურქი ჯარისკაცი მორიგეობს, ამ დროს კი მამაკაცები  თურქეთის ტერიტორიიდან აკვირდებიან ბრძოლების მიმდინარეობას სირიელი ქურთებისა და „ისლამური სახელმწიფოს“ (IS) მებრძოლებს შორის ქალაქ კობანის გარეუბანში, სირიაში.  © EPA 21.10.2014
თურქი ჯარისკაცი მორიგეობს, ამ დროს კი მამაკაცები თურქეთის ტერიტორიიდან აკვირდებიან ბრძოლების მიმდინარეობას სირიელი ქურთებისა და „ისლამური სახელმწიფოს“ (IS) მებრძოლებს შორის ქალაქ კობანის გარეუბანში, სირიაში. © EPA 21.10.2014

მასალების გადაბეჭდვის წესი