ახალი ამბები

აშშ-სა და ნატოს მოვუწოდებთ, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის წახალისება შეწყვიტოს – ლავროვი

17 იანვარი, 2020 •
აშშ-სა და ნატოს მოვუწოდებთ, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის წახალისება შეწყვიტოს – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-სა და ნატოს მოუწოდებს, რუსეთ-საქრთველოს კონფლიქტის წახალისება შეწყვიტოს. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ კითხვა-პასუხზე. TASS-ის ცნობით, ამ საკითხზე პრესკონფერენციის დროს ლავროვს არ უსაუბრია, თუმცა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

სერგეი ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია აკვირდება საქართველოს, აშშ-სა და ალიანსს შორის სამხედრო თუ ტექნიკური თანამშრომლიბის საკითხებს.

“ველოდებით, რომ აშშ და ნატო სერიოზულად მიიღებენ ჩვენს გაფრთხილებას და შეწყვეტენ თბილისსა და მოსკოვს შორის კონფლიქტის წახალისებას. რაც შეგვეხება ჩვენ, მუდმივად ვართ დაინტერესებული ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის”, – აცხადებს ლავროვი.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მტკიცებით, ურთიერთობის ნორმალიზების პროცესზე უარყოფითი გავლენა იქონია ივნისში ქართველი “რადიკალების” პროვოკაციულმა ქმედებებმა, რის გამოც “რუსეთი იძულებული გახდა”, ცალმხრივად შეეწყვიტა პირდაპირი ფრენები საქართველოსთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი