ახალი ამბები

მელიას ნაცვლად დეპუტატი ბადრი ბასიშვილი გახდა

17 იანვარი, 2020 •
მელიას ნაცვლად დეპუტატი ბადრი ბასიშვილი გახდა

ნიკა მელიას ადგილმონაცვლედ საქართველოს პარლამენტში ბადრი ბასიშვილი შევიდა. ბასიშვილი დეპუტატებმა დღევანდელ რიგგარეშე სესიაზე დაამტკიცეს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის დამტკიცებას მხარი 75-მა დეპუტატმა დაუჭირა,  2 კი წინააღმდეგ წავიდა.  პლენარულ სესიას არ ესწრებოდნენ ოპოზიციური პარტიების დეპუტატები.

ენმ-ის ლიდერს, ნიკა მელიას დეპუტატის უფლებასმოსულება პარლამენტმა  “ქართუ ბანკის” გაკოტრების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შეუწყვიტა.

ე.წ. “ქართუს საქმეზე” მელია დამნაშავედ ცნეს და სანქციად ფულადი ჯარიმა, ასევე, თანამდებობრივი შეზღუდვა დაუწესეს. მელიას თანაგუნდელების განმარტებით, პარლამენტს მელიასთვის მანდატი არ უნდა შეეწყვიტა, რადგან არსებობს შანსი, რომ სასამართლოს ზემდგომ ინსტანციაში ეს უკანასკნელი გამართლდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი