ახალი ამბები

მთავრობის გადაწყვეტილებით, 21 ივნისიდან მოხალისეები აღარ იქნებიან გაწმენდით სამუშაოებში

20 ივნისი, 2015 •
მთავრობის გადაწყვეტილებით, 21 ივნისიდან მოხალისეები აღარ იქნებიან გაწმენდით სამუშაოებში

საბჭოს ცნობით, იმის გამო, რომ მოხალისეებს მაღალი ტემპერატურის პირობებში უწევთ მუშაობა, გუშინ რამდენიმე მათგანს შეექმნა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რამდენიმემ კი მსუბუქი დაზიანება მიიღო. 

 

“ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, ყოველგვარი რისკის ნულამდე დაყვანის მიზნით ხვალიდან გაწმენდით სამუშაოებზე მოხალისეებს ჩაანაცვლებენ სპეციალურად მომზადებული საგანგებოდ აღჭურვილი სახელმწიფო სამსახურების წარმომადგენლები.

 

ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები წითელი ჯვრის ორგანიზაციასთან, რომელიც მოხალისეებს ჩართავს დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად”, – აცხადებენ კრიზისების მართვის საბჭოში.

 

საბჭომ დღესვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ გორის რაიონის სოფელ რუხში არ აღმოჩნდა მტაცებელი ცხოველი. ნაკვალევი, რის გამოც ადგილობრივმა მოსახლეებმა 112-ს მიმართეს, ეკუთვნოდა ძაღლს. ამას გარდა, დღესვე წეროვანიდანაც შევიდა შეტყობინება 112-ში და არც იქ დადასტურდა მტაცებელი ცხოველის არსებობა.

მოხალისეები მზიურში; ფოტო: ნეტგაზეთი
მოხალისეები მზიურში; ფოტო: ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი