ახალი ამბები

ირაკლი შოთაძე ღირსეული ადამიანი, პიროვნება და პროფესიონალია – გახარია

17 იანვარი, 2020 •
ირაკლი შოთაძე ღირსეული ადამიანი, პიროვნება და პროფესიონალია – გახარია

პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ყოფილი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ღირსეული ადამიანი და პრიფესიონალია, რომელსაც “რთული ნაბიჯების გადადგმა” შეუძლია. ასე უპასუხა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, როგორ აფასებდა შოთაძის გენერალური პროკურორობის კანდიდატად წარდგენის საკითხს:

“საკმაოად ბევრი ღირსეული კანდიდატია [გენერალური პროკურორობის]. მე მხოლოდ ირაკლი შოთაძეს ვიცნობ და შემიძლია გითხართ, რომ ის ღირსეული ადამიანი, პიროვნება და პროფესიონალია. მან ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლია მძიმე, რთული ნაბიჯების გადადმა და პასუხისმგებლობის აღება.”

გუშინ, 16 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძე წარუდგინა, რომელიც  თანამდებობიდან 2018 წლის მაისში გადადგა. თანამდებობიდან წასვლას  წინ უძღოდა ხორავას ქუჩაზე 2017 წლის დეკემბერში მოკლული დავით სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქციები გამოძიების პროცესში არსებული დარღვევების გასაპროტესტებლად.

ირაკლი შოთაძეს მხარს დავუჭერ – ვოლსკი

მასალების გადაბეჭდვის წესი