ახალი ამბები

გასული 17 საათის განმავლობაში 112-ში 40 შეტყობინება შევიდა ცხოველებზე

20 ივნისი, 2015 •
გასული 17 საათის განმავლობაში 112-ში 40 შეტყობინება შევიდა ცხოველებზე

კრიზისების მართვის საბჭოს ცნობით, ყველა მათგანზე მოხდა სათანადო რეაგირება და არც ერთი მათგანი არ დადასტურდა.

 

“გორის რაიონის სოფელ რეხში დაფიქსირებული ნაკვალევის წარმომავლობის დადგენის მიზნით ადგილზე გასული არიან სპეციალისტები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. მიმდინარეობს ვითარების შესწავლა და ტარდება სათანადო ღონისძიებები”, – აცხადებენ კრიზისების მართვის საბჭოში.

 

18 ივნისის საღამოდან 19 ივნისის დილამდე 112-ში 47 შეტყობინება იყო შესული ცხოველებზე და არც ამ შემთხვევაში დადასტურდა სადმე მტაცებელი ცხოველის არსებობა.

 

შეგახსენებთ, რომ 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად ზოოპარკიდან დაკარგულია ერთი ვეფხვი და ერთი ზოლიანი აფთარი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი