საქართველოს პარლამენტის 31 დეპუტატი არასწორად შევსებული ქორნებრივი დეკლარაციის გამო დაჯარიმდა.
ამის შესახებ საუბარია თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების 2019 წლის მონიტორინგის შედეგების ანგარიშში, რომელიც საჯარო სამსახურის ბიურომ მოამზადა.
დეპუტატებს შორის, რომლებიც დაჯარიმდნენ, არიან:
- ზვიად კვაჭანტირაძე – დეკლარაციაში მითითებული არ არის მეუღლის მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობაში;
- ლევან კობიაშვილი – მითითებული არ არის სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობა, მითითებული არ არის მეუღლის სახელფასო შემოსავალი;
- გურამ მაჭარაშვილი – შეუსაბამობა უძრავ ქონებაში;
- ერეკლე ტრიპოლსკი – სამეწარმეო საქმინოაბა არ არის ასახული დეკლარაციაში, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ ფუნქციონირებს;
- გოჩა ენუქიძე – დეკლარაციაში არ არის მითითებული ერთჯერადი შემოსავალი, რომელიც აღემატება 3000 ლარს და ერთჯერადი გასავალი, რომელიც აღემატება 5000 ლარს;
- ზაზა კედელაშვილი – დეკლარაციაში არ არის მითითებული ერთჯერადი გასავალი;
- სამველ მანუკიანი – დეკლარაციაში მისი ოჯახის წევრის სახელზე არსებული უძრავი ქონება არ დადასტურდა საჯარო რეესტრის მიხედვით, ასევე მისი ოჯახის წევრის უძრავი ქონება არ არის მითითებული; ბიუროს მიერ მოთხოვნილი ნაწილი დოკუმენტაციის წარუდგენლობა; მის მიერ სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალის ცდომილება;მისი და მისი ოჯახის წევრის ანაზღაურება არ არის მითითებული;
- სიმონ ნოზაძე – მისი და მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება არ არის მითითებული დეკლარაციაში, ასევე დეკლარაციაში ასახული უძრავი ქონება არ დადასტურდა საჯარო რეესტრის მიხედვით; საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთის ცდომილება, ასევე მისი ოჯახის წევრის საბანკო ანგარიში არ არის მითითებული; მის მიერ მიღებულ ანაზღაურებაში ცდომილება;
- მიხეილ ყაველაშვილი – შეუსაბამობა ხელშეკრულების საგნის ღირებულებაში, შეუსაბამობა ხელშეკრულების მატერიალურ შედეგში; მისი და მისი ოჯახის წევრების ნაწილი საბანკო ანგარიშების წარუდგენლობა; ოჯახის წევრის მიერ მიღებული ანაზღაურება არ არის მითითებული;
- ივლიანე წულაია – მის მიერ მიღებული შემოსავლის ცდომილება;
- ირაკლი ხახუბია – მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფართობის ცდომილება, ასევე დეკლარაციაში ასახულია უძრავი ქონება, რაც არ დადასტურდა საჯარო რეესტრის მიხედვით, ასევე მის სახელზე არსებული უძრავი ქონება არ არის მითითებული; ბიუროს მიერ მოთხოვნილი ნაწილი დოკუმეტაციის წარუდგენლობა; მისი ოჯახის წევრის მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობაში არ არის მითითებული; მის სახელზე არსებული ხელშეკრულება არ არის მითითებული; არ არის მითითებული ერთჯერადი შემოსავალი, რომელიც აღემატება 3000 ლარს და ერთჯერადი გასავალი, რომელიც აღემატება 5000 ლარს;
- ენზელ მკოიანი – საბანკო ანგარიშების ნაწილში: საბანკო ანგარიშების წარმოუდგენლობა; სამეწარმეო საქმიანობის ნაწილში: ოჯახის წევრის დაუდეკლარირებელი შპს; შემოსავლების ნაწილში: სხვაობა შემოსავალში;
- ილია ნაკაშიძე – ქონება; საბანკო ანგარიშების ნაწილში: ოჯახის წევრის დაუდეკლარირებელი საბანკო ანგარიში; სამეწარმეო საქმიანობის ნაწილში: ოჯახის წევრის დაუდეკლარირებელი შპს;
- ვიქტორ ჯაფარიძე – უძრავი ქონების ნაწილში: დაუდეკლარირებელი უძრავი ქონება; საბანკო ანგარიშების ნაწილში: საბანკო ანგარიშების წარმოუდგენლობა;
- გრიგოლ მიქელაძე – უძრავი ქონების ნაწილში: ოჯახის წევრის დაუდეკლარირებელი უძრავი ქონება; შემოსავლების ნაწილში: სხვაობა შემოსავალში;
- კობა ნაყოფია – არასწორად იყო მითითებული საბანკო ანგარიშზე დეკლარაციის შევსების თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით არსებული ნაშთი; სრულად არ იყო წარმოდგენილი ხელშეკრულებები;
- ელგუჯა გოცირიძე – ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშის არმითითება, საკუთარი სხვა შემოსავალ- გასავლის არმითითება
- ლაშა დამენია – ოჯახის წევრის ანაზღაურებითის არმითითება;
- ოთარ დანელია – ოჯახის წევრის ანგარიშების არ ასახვა, ზოგიერთი ანგარიშის არწარმოდგენა, საკუთარი ხელშეკრულების არასახვა, საკუთა სხვა შემოსავალ-გასავლის არასახვა;
- ბექა ნაცვლიშვილი – საკუთარი და ოჯახის წევრის საბანკოს არასწორად წარმოდგენა, ხელშეკრულებების არასახვა და ნაწილობრივ წარმოდგენა;
- ბექა ოდიშარია – საკუთარი და ოჯახის წევრის უძრავი ქონების არასახვა, საკუთარ ნაშთებში ცდომილება და საკუთარ და ოჯახის წევრის ანგარიშების არმითითება, საკუთარი და ოჯახის წევრის სამეწარმეოს არასახვა, საკუთარი ხელშეკრულების მატერიალური შედეგის ცდომილება, ოჯახის წევრის ხელშეკრულების არასახვა, საკუთარი და ოჯახის წევრის სხვა შემოსავალ/გასავლის არასწორად ასახვა;
- ნინო წილოსანი – ოჯახის წევრის უძრავი ქონების არასახვა და ფართში ცდომილება, საკუთ. სამეწარმეო საქმიანობის არასახვა, ანაზღ შემოსავლის არასახვა;
- ლერი ხაბელოვი – საკუთარი უძრავის არასახვა, სამეწარმეო საქმიანობის არასახვა, ანაზღაურების ცდომილება, მოთხოვნილი დოკუმენტაციის არწარმოდგენა;
- მამუკა ჩიქოვანი – შეუსაბამობა ნაშთებში და შემოსავლებში;
- დავით ჭიჭინაძე – ცდომილება შემოსავალში;
- დიმიტრი ხუნდაძე – ცდომილებები მიღებულ შემოსავლებში;
- გიორგი ღვინიაშვილი – მისი და მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება არ არის მითითებული დეკლარაციაში, ასევე დეკლარაციაში ასახული უძრავი ქონება არ დადასტურდა საჯარო რეესტრის მიხედვით; მის საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთის ცდომილება, ასევე მისი ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშები არ არის მითითებული;
- კობა კობალაძე – არ აუსახავს მისი და მისი შვილის სახელზე არსებული მოძრავი ქონება; არ აუსახავს მისი შვილის საბანკო ანგარიში; არ აუსახავს მისი ოჯახის წევრების მიერ მიღებული შემოსავლები;
- გოდერძი ჩანქსელიანი – სხვაობა უძრავი ქონების ფართში; არ ასახა ინფორმაცია მისი შვილის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ; არ ასახა ერთჯერადად მიღებული შემოსავლები, რომელიც აღემატება 3000 ლარს.
ასევე ყოფილი დეპუტატები:
- ზაქარია ქუცნაშვილი – ოჯახის წევრის მიერ მიღებულ ანაზღაურებაში ცდომილება 2.არ არის მითითებული ერთჯერადი გასავალი, რომელიც აღემატება 5000 ლარს;
- შოთა შალელაშვილი – მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება არ არის მითითებული 2. არ არის მითითებული ერთჯერადი გასავალი, რომელიც აღემატება.
ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის განმავლობაში მონიტორინგი განხორციელდა 596 დეკლარაციაზე. შემოწმებული დეკლარაციებიდან:
დადებითად შეფასდა 237 თანამდებობის პირის დეკლარაცია, დაჯარიმდა 254, გაფრთხილდა 75, მონიტორინგი შეწყდა 27 თანამდებობის პირზე, პროკურატურაში გადაიგზავნა 1, ხოლო სასამართლოს მიერ წარმოება შეჩერდა 2 თანამდებობის პირზე.