ახალი ამბები

ნათია თურნავა დეკლარაციის არასწორად შევსების გამო დააჯარიმეს

16 იანვარი, 2020 • 1856
ნათია თურნავა დეკლარაციის არასწორად შევსების გამო დააჯარიმეს

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა არასწორად შევსებული დეკლარაციის გამო დააჯარიმეს.

ამის შესახებ საუბარია თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების 2019 წლის მონიტორინგის შედეგების ანგარიშში, რომელიც საჯარო სამსახურის ბიურომ მოამზადა.

ანგარიშის მიხედვით, თურნავამ დეკლარაციაში ქმრის შემოსავალ/გასავალთან დაკავშირებული ინფორმაცია შეცდომით დაიტანა.

ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის განმავლობაში ჩაატარეს 596 დეკლარაციის მონიტორინგი. შემოწმებული დეკლარაციებიდან:

დადებითად შეფასდა 237 თანამდებობის პირის დეკლარაცია, დაჯარიმდა 254, გაფრთხილდა 75, მონიტორინგი შეწყდა 27 თანამდებობის პირზე, პროკურატურაში გადაიგზავნა 1, ხოლო სასამართლოს მიერ წარმოება შეჩერდა 2 თანამდებობის პირზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი