ჟურნალისტმა ჰიაკიმელდოსტ მეხტიევმა 2007 წლის აგვისტოში ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკაში, ადგილობრივ მედიაში ორი კრიტიკული სტატია გამოაქვეყნა ადგილობრივ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სიტუაციაზე. ამის გამო ის მოგვიანებით უშიშროების ადგილობრივ განყოფილებაში დაიბარეს და ცილისწამებაში დაადანაშაულეს.
ჟურნალისტის განცხადებით, განყოფილებაში სასტიკად აწამეს და მეორე დღისით გაათავისუფლეს. 12 საათის შემდეგ კი ისევ დააკავეს და 15 დღით პოლიციის დაუმოჩილებლობის ბრალდებით დააპატიმრეს. მეხტიევის თქმით, პატიმრობის დროს სასტიკად ეპყრობოდნენ და აწამებდნენ. საბოლოოდ, საერთაშორისო გამოხმაურების შედეგად, 4 დღეში გაათავისუფლეს. აზერბაიჯანის არც ერთმა სასამართლომ მისი საჩივარი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით არ მიიღო. შესაბამისად, ჟურნალისტი იძულებული გახდა ევროპული სასამართლოსთვის მიემართა.
ჟურნალისტის ადვოკატის, რაშიდ გაჯილის ცნობით, ეს უკვე მეექვსე შემთხვევაა, როდესაც ევროპული სასამართლო აზერბაიჯანელი ჟურნალისტების უფლებების დარღვევას აღიარებს.
| ||||