ენუქიძეების ოჯახი ილია მეორემ საპარტიარქოში დღეს მიიღო. მიღებას დაესწრო პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც.
პატრიქრქის განცხადებით, ბინა საპატრიარქოს ჯულია ხოფერიას ოჯახმა აჩუქა, მათ კი გადაწყვიტეს, რომ ის მრავალშვილიანი ოჯახისთვის გადაეცათ.
“ჩვენ მოგიმზადეთ ხატი, ღვთისმშობლის ხატი პირველი უნდა შევიდეს ამ ბინაში თქვენთან ერთად და პირველი ხარჯებისათვის მოგიმზადეთ 1000 ლარი, რომ სახარჯი ფული გქონდეთ,”– განაცხადა პატრიარქმა.
საპატრიარქოს დახმარება ენუქიძეების ოჯახს
სტიქიის შედეგად დაზარალებული ენუქიძეების 9-წევრიან ოჯახს ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ოთხოთახიანი ბინა გადაეცა, – საჩუქარი მრავალშვილიანმა ოჯახმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისგან მიიღო. უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დაზარალებულებს დღეს საპატრიარქოში უმასპინძლა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდა. კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებით, მრავალშვილიანი ოჯახის დასახმარებლად, ოთხოთახიანი ბინა საპატრიარქოს ჯულია ხოფერიას ოჯახმა გადასცა.„ჩვენი ხალხი არაფერს იშურებს გაჭირვებულთა დასახმარებლად. არის ერთი ოჯახი– ჯულია ხოფერიას ოჯახი, რომლის შვილმაც გადმოსცა საქართველოს საპატრიარქოს ბინა, რათა ეს ბინა ვაჩუქოთ მრავალშვილიან ოჯახს. კარგია, რომ ეს ბავშვები გაიზრდებიან ამ ბინაში და ექნებათ საკუთარი ჭერი. ჩვენ მოგიმზადეთ ღვთისმშობლის ხატი, რომელიც პირველი უნდა შევიდეს ამ ბინაში თქვენთან ერთად და ასევე გადმოგცემთ სახარჯ ფულს 1000 ლარს“,–განუცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქოში შეკრებილ ოჯახის წევრებს. საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა პატრიარქს სტიქიის შედეგად დაზარალებული ენუქიძეების ოჯახის დახმარებისთვის. მისი განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პატრიარქმა პირველად მას აცნობა.„ეს იყო უდიდესი ტრაგედია ქვეყნისთვის, ყველამ მძიმე დღეები გადავიტანეთ. დღეს დილით დამირეკა ჩვენმა ძვირფასმა პატრიარქმა და მითხრა, რომ ამ დღეებში მუდმივად ცუდ ინფორმაციას იღებ და მინდა, კარგი ინფორმაციაც მოგაწოდოო. პირველად სწორედ მე მაცნობა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ. მინდა, უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ, თქვენო უწმინდესობავ, ამ სიკეთისთვის. პატრიარქმა გვთხოვა შეგვერჩია ყველაზე მრავალშვილიანი ოჯახი, რომელიც სტიქიის დროს დაზარალდა და სწორედ ენუქიძეების ოჯახი აღმოჩნდა ასეთი. გისურვებთ ჯანმრთელობას და წინსვლას,“–აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. ენუქიძეები სტიქიის შემდეგ, მცირეწლოვან შვილებთან ერთად სასტუმრო „აისბერგში“ ცხოვრობდნენ, სადაც ისინი რამდენიმე დღის წინ პრემიერმა მოინახულა და ოჯახის უფროსის გარდაცვალება მიუსამძიმრა. ოჯახის უფროსი, კარპო ენუქიძე, თბილისში 13 ივნისს მომხდარი სტიქიისას დაიღუპა და მას 21 ივნისს მშობლიურ რაიონში დაკრძალავენ.
Posted by Irakli Garibashvili on Friday, June 19, 2015
“პატრიარქმა გვთხოვა, რომ შეგვერჩია ყველაზე მრავალშვილიანი ოჯახი და სწორედ თქვენ აღმოჩნდით ყველაზე მრავალშვილიანი ოჯახი, დაზარალებული. რაც მთავარია, დაკარგეს ოჯახის უფროსი,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის ადმინისტრაციის ცნობით, ენუქიძეები სტიქიის შემდეგ მცირეწლოვან შვილებთან ერთად სასტუმრო “აისბერგში” ცხოვრობდნენ. ოჯახის ერთ–ერთი წევრი, კარპო ენუქიძე, თბილისში 13 ივნისს მომხდარი სტიქიისას დაიღუპა და მას 21 ივნისს დაკრძალავენ.
თბილისში 13 ივნისს ღამით მომხდარ სტიქიას, დღევანდელი მონაცემებით, 19 ადამიანი შეეწირა, 3 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სტიქიისგან მიყენებული ზარალი 100 მილიონ ლარს მიაღწევს.
დაიტბორა თბილისის ზოოპარკიც. ცხოველების ნაწილი დაიხრჩო, ნაწილი კი გაიქცა. გაქცეულ ცხოველთაგან ნაწილი უკან დააბრუნეს, ნაწილი კი – მოკლეს.






