ახალი ამბები

კრიზისების საბჭო მოსახლეობას მოუწოდებს, არ გადაადგილდნენ კუს ტბის მიმდებარედ

19 ივნისი, 2015 •
კრიზისების საბჭო მოსახლეობას მოუწოდებს, არ გადაადგილდნენ კუს ტბის მიმდებარედ

საბჭოს ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს და მერიის შესაბამის სამსახურებს დახმარებას უწევენ მონადირეთა ჯგუფები.


“მათ მიერ შემოწმდა კუს ტბის, ეთნოგრაფიული მუზეუმის და სვანიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიები, სადაც რამდენიმე მოქალაქის განცხადებით იმყოფებოდა დაკარგული ვეფხვი. რაც შეეხება, ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ვეფხვის ფოტოს – ფოტომასალაზე დაყრდნობით სპეციალისტების მხრიდან გამოითქვა ვარაუდი, რომ ტერიტორიაზე შესაძლოა იყოს კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ცხოველი. ამჟამად ტარდება საძიებო სამუშაოები  ეთნოგრაფიული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე. დაგებულია ფოტომახეები და ხორციელდება ტერიტორიის სისტემატური მონიტორინგი”, – აცხადებენ საბჭოში.


შეგახსენებთ, რომ 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად ზოოპარკიდან დაკარგულია ერთი ვეფხვი და ერთი ზოლიანი აფთარი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი