ახალი ამბები

უზენაესის მოსამართლეთა შერჩევის პროცესს გამოკითხულთა 49% უარყოფითად აფასებს – NDI

16 იანვარი, 2020 • 940
უზენაესის მოსამართლეთა შერჩევის პროცესს გამოკითხულთა 49% უარყოფითად აფასებს – NDI

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) დღეს, 16 იანვარს, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შერჩევის პროცესს იმ გამოკითხულთა 49% უარყოფითად აფასებს, ვისაც შერჩევის პროცესზე ინფორმაცია ჰქონდა. მოსამართლეთa შერჩევის პროცესი მხოლოდ 17% -მა შეაფასა დადებითად.

აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 19 ნოემბრისა და 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,180 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ  და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი