ახალი ამბები

კალაძე: პოლიტიკური სპეკულაციაა ის, რომ სტიქიის დროს არ იყო კოორდინაცია მთავრობაში

19 ივნისი, 2015 •
კალაძე: პოლიტიკური სპეკულაციაა ის, რომ სტიქიის დროს არ იყო კოორდინაცია მთავრობაში

“მესმის, რომ გარკვეული ტელევიზიების და პოლიტიკური დაჯგუფებების  სურვილია თავინთი ინტერესების გატარება, მაგრამ დღეს, ვფიქრობ, ძალიან უჭირს ჩვენს დედაქალაქს. სტიქია დიდი დარტყმა იყო ჩვენი ქალაქისთვის. ყველა სამსახური, დაწყებული მერია, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ყველა სამინიტრო მაქსიმალურად პირველივე წუთებიდან იყო მობილიზებული და ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს ახლაც, რომ თბილისის მოსახლეობას მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ და შევუმსუბუქოთ ის მდგომარეობა, რაშიც იმყოფებიან. იმაზე საუბარი, რომ არ იყო კოორდინაცია და არასწორად მოქმედებდა შესაბამისი სამსახური, ვფიქრობ, რომ ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია, რომელსაც გარკვეული ტელევიზია თავისი პოლიტიკური ინტერესების გამო ახორციელებს” – განუცხადა დღეს სამინისტროში ჟურნალისტებს ენერგოკომოანიებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ კახა კალაძემ.  

 

13-14 ივნისის სტიქიის შედეგად გარდაცვლილია 19 ადამიანი, საიდანაც 18 უკვე იდენტიფიცირებულია. 3 ადამიანი დაკარგულად ითვლება.  ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, ჯამში, 100 მილიონ ლარს აჭარბებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი