ახალი ამბები

19 ივნისის ღამეს 47 შეტყობინება იყო სხვადასხვა ადგილზე ცხოველთა დაფიქსირებაზე

19 ივნისი, 2015 •
19 ივნისის ღამეს 47 შეტყობინება იყო სხვადასხვა ადგილზე ცხოველთა დაფიქსირებაზე

საბჭოს ცნობით, ზოოპარკიდან დაკარგული მტაცებელი ცხოველების სამძებრო სამუშაოებში წუხელვე ჩაერთო პროფესიონალი მონადირეებისაგან შექმნილი ჯგუფი.


“მათ მერიის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ღამის განმავლობაში შეამოწმეს კუს ტბის, ეთნოგრაფიული მუზეუმის და სვანიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიები, სადაც რამოდენიმე მოქალაქის განცხადებით იმყოფებოდა დაკარგული ვეფხვი. ჯერჯერობით მტაცებელი ცხოველის კვალი აღმოჩენილი არ არის. საძიებო სამუშაოები ამ მიზნით გრძელდება,” – აცხადებენ კრიზისების მართვის საბჭოში.


შეგახსენებთ, რომ 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად ზოოპარკიდან დაკარგულია ერთი ვეფხვი და ერთი ზოლიანი აფთარი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი